top of page

მევენახეობა და მეღვინეობა 

ბაღდათი საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის უძველესი რაიონია, პროდუქციის როგორც რაოდენობის ისე ხარისხის. ვენახები გაშენებულია მდინარეების: ხანისწყლის, საკრაულის,ზეკრის. ზღვის დონიდან 150-500 მეტრ სიმაღლემდე, ნეშომპალა-კარბონატულ, ყომრალ, ყვითელ მიწა და ეწერ ნიადაგებზე.

ჰავა საკმაოდ ნოტიოა, ზომიერად ცივი, თოვლიანი ზამთრითა და მშრალი, ზოგჟერ გვალვიანი, ცხელი ზაფხულით. საშუალოდ წელიწადში აქტიური ტემპერატურის ჟამი 3200-41000–ს შორის მერყეობს, ატმოსფერული ნალექების ჟამი 1200-1500 მმ ფარგლებში, მზის ნათების ხანგრძივობა კი 1200-2100 საათს შეადგენს.

ბაღდათის მევენეახეობა-მეღვინეობა ხასიათდება ვაზის აბორიგენული ჟიშებისა და მათგან წარმოებული მაღალხარისხოვანი სუფრის ღვინოების მრავალფეროვნებით.

ბაღდათში მეღვინეობით გამორჩეული სოფლებია: ობჩა, ფერსათი, ეწერი, წითელევი.  

ზემოთ ჩამოთვლილ სოფლებში უმთავრესად მზადდება ნაზი, ხალისიანი ცქრიალა ტიპის ღვინომასალები, აგრეთვე მსუბუქი ევროპული ტიპის თეთრი და წითელი სუფრის ღვინოები, ადგილობრივი ვაზის: ციცქას, ცოლიკოურის,ოცხანური საფერეს,ალადასტურის, ძველშავის, ჩხავერის,ოჯალეშის და კრახუნას ჯიშების ყურძნისაგან.

ზურაბ ღვალაძს მარანი - სოფ. ობჩა

 

200 ძირი-ციცქა.            1800 ძირი-ცოლიკოური

Georgian honeybee

Georgian honeybee is very different from other widespread honeybees. It has been in the center of attention from the beekeepers from all over the world. It has won three golden medals in different exhibitions as well as world recognition. The main advantage of a Georgian honeybee is its long proboscis (7,1 – 7,3 mm).By their capacity for work Georgian bees are far superior. They are matchless in this respect. The reason why the Georgian bees are so widespread lays in their useful economic and morphological characteristics which include high honey and wax productivity, fertility of queen bees, resistance to cold winter, a long proboscis, long wings, peace-loving nature, a weak swarming ability, effective collection of nectar and honey even in the conditions of their scarcity, active defense of nests, an ability to work in foggy and drizzly weather, economical consumption of winter food reserves, cleanness of the nest, immunity to infectious diseases, an ability to pollinate red clover, cohabitation of queen bees and many others. That’s why Georgian honeybees have been sold in 48 different countries.

 In addition to all above mentioned, clean and diverse natural environment, that Baghdati Municipality sairme, Zekari, Sakraula and Koristskali valleys and characterized, it becomes clear what a unique significance has the honeyextracted in these places. It should also be noted that the honeyis particularly popular with both local residents as well as tourists.

ცოლიკოური (სინ.: ცოლიკაური, ობჩური ცოლიკოური, მელქოს ცოლიკოური, კობახიძის ცოლიკოური და სხვა) - ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება იმერეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. იმერეთის გარდა გავრცელებულია რაჭა-ლეჩხუმში, გურიაში, სამეგრელოში, აჭარასა და აფხაზეთში. ფართობის მიხედვით რქაწითელის შემდეგ მეორე ადგილი უკავია საქართველოში. გამორჩევა მაღალი სამეურნეო-ტექნოლოგიური მახასიათებლებით. მისგან მზადდება ევროპული და იმერული ტრადიციული წესით დაყენებული მაღალხარისხიანი სუფრისა და ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოები, რომელთაც ახასიათებს ღია ჩალისფერი შეფერვა, დიდი სხეული, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შემცველობა, სიხალისე და მაღალი გემური მაჩვენებლები, ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, ყურძენი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-25,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 7,5-9,5 გ/ლ-ს. ცოლიკოურისაგან მზადდება ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები „სვირი“ (ციცქასთან ერთად) და „ტვიში“.

ჩხავერი (სინ.: ჩხაველი) - ქართული აბორიგენული ვარდისფერყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება გურიის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. ძირითადად, გავრცელებულია გურიისა და აჭარის რაიონებში. გამოიყენება მაღალი ხარისხის სუფრისა და ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად. ჩხავერის ღვინო მეტად ნაზია, ჰარმონიული, შინაარსიანი, ნორმალური ალკოჰოლიანი, ატმისა და თეთრი ხილის სურნელებით. გამოირჩევა მაღალი გემური მაჩვენებლებით. ჯიში ძალიან საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა _ გურიის რაიონებში ყურძენი ნოემბრის მეორე ნახევრიდან მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 19,5-21,0%-ს, ხოლო მჟავიანობა _ 8,1-9,6გ/ლ-ს.

ოჯალეში (სინ.: შონური, სვანური) - ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება სამეგრელოს ვაზის ჯიშთა ჯგუფს. მაღალხარისხოვანი საღვინე ჯიშია. ოჯალეშის ღვინო ხასიათდება ინტენსიური შეფერვით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შეფარდებით, დიდი სხეულით, ხავერდოვნებით, ჰარმონიულობითა და მდიდარი ჯიშური არომატით. ყურძნის გვიან დაკრეფის შემთხვევაში მისგან მაღალხარისხიან, ნახევრად ტკბილ ღვინოს ამზადებენ. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა - სამეგრელოში ყურძენი ნოემბრის შუა რიცხვებში მწიფდება, ხოლო რთველი ზოგჯერ ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში მიმდინარეობს. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-23,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 8,0-9,0გ/ლ-ს.

ძელშავი (სინ. ძველშავი, ძველშავი ობჩური) - ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება იმერეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. გავრცელებულია, ძირითადად, იმერეთის რაიონებში. საღვინე მიმართულებისაა. გამოიყენება ადგილობრივი მოხმარების ღია წითელი (ვარდისფერი) შეფერვის სუფრის, ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად და საკუპაჟედ. ძელშავისაგან შეიძლება საკმაოდ ენერგიული, მაღალმჟავიანი საზაფხულო ღვინის დამზადებაც. ჯიში საგვიანო პერიოდისაა _ იმერეთის რაიონებში ყურძენი სექტემბრის ბოლო რიცხვებში მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0%-ს, ხოლო მჟავიანობა _ 7,0-8,0 გ/ლ-ს.

ციცქა (სინ.: შანთი, მამალი ციცქა) - ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება იმერეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. მაღალხარისხიანი საღვინე ვაზის ჯიშია. ციცქასგან დამზადებული სუფრის ღვინო ღია ჩალისფერია მომწვანო იერით, ხასიათდება სხეულით, ენერგიითა და სიხალისით, ნაზი და ჰარმონიული გემოთი. დაძველებისას ივითარებს მეტად ნაზ სასიამოვნო ბუკეტს, ახასიათებს მცენარეული ტონები. ციცქა ერთ-ერთი გამორჩეული ჯიშია საქართველოში მაღალი ხარისხის ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია, იმერეთის რაიონებში ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის მეორე ნახევრიდან.ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 18,0-25,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 6,9-10,5 გ/ლ-ს. ციცქასგან ცოლიკოურთან ერთად მზადდება ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლი­რე­ბა­დი უმაღლესი ხარისხის თეთრი მშრალი ღვინო „სვირი“.

ალექსანდროული - ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია და მიეკუთვნება შავი ზღვის აუზის ვაზის ჯიშების ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს. ძირითადად, გავრცელებულია რაჭის რაიონებში. ალექსანდროული მაღალხარისხიანი საღვინე ვაზის ჯიშია. ხასიათდება შაქრის დაგროვების მაღალი უნარით - ყურძენს კრეფენ, როდესაც მასში შაქრიანობა 26,0-28,0%-ს მიაღწევს. ამგვარი მასალისგან სპეციალური ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო ხასიათდება ლამაზი შეფერვით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის კარგი შეფარდებით, ჰარმონიულობით, შაქრის ნორმალური შედგენილობითა და სასიამოვნო გემური თვისებებით. შედარებით ნაკლები შაქრის შემცველობისას (20,0-21,0%) ჯიშისგან ამზადებენ მაღალხარისხოვან სუფრის ღვინოს. ალექსანდროულისგან დამზადებული მშრალი და ნახევრად ტკბილი ღვინოები გამოირჩევა სინაზით, ახასიათებს ჟოლოსა და შავი ბლის სურნელები. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა - დასავლეთ საქართველოს რაიონებში ყურძენი ოქტომბრის ბოლო რიცხვებში მწიფდება. ალექსანდროულისგან, მუჯურეთულთან ერთად, მზადდება ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის წითელი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო „ხვანჭკარა“.

კრახუნა - ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება იმერეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. ჯიში გამოიყენება ევროპული და იმერული ტრადიციული ღვინოების, ასევე მაგარი და სადესერტო ღვინოების დასამზადებლად. ევროპული წესით დაყენებული ღვინო მოყვითალო-ჩალისფერია, ხასიათდება სისრულით, ენერგიითა და სასიამოვნო გემოთი. იმერული წესით დაყენებული კრახუნას ღვინო ხასიათდება ლამაზი შეფერილობით, ალკოჰოლის ნორმალური შემცველობით, დიდი სხეულითა და ჰარმონიით, კარგი გემოთი. დაძველებისას კრახუნას ღვინო საგრძნობლად უმჯობესდება. იგი ლამაზ მოოქროსფრო ყვითელ ფერს იღებს და ივითარებს ძლიერ ჯიშურ ბუკეტს. ყურძნის დაგვიანებით დაკრეფისას კრახუნასგან შეიძლება დამზადდეს განსაკუთრებული მაღალი ხარისხის შემაგრებული და სადესერტო ღვინო, რომელიც ხასიათდება მდიდარი ჯიშური არომატითა და ხალისიანი მჟავიანობით. ჯიში საშუალოზე საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, ზესტაფონში ყურძენი მწიფდება სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 21,0-23,0 %-ს, ხოლო მჟავიანობა - 7,5-8,5 გ/ლ-ს.

რატი არშილავას მარანი-სოფ. ობჩა

 

წითელი ჯიშები: ჩხავერი-300 ძირი, ალექსანდროული-100 ძირი(ფესტივალებში გამარჯვებული), ოცხანური საფერე-60 ძირი.

თეთრი ჯიშები: კრახუნა-300 ძირი, ცოლიკოური-800 ძირი.

 

Tsolikouri: is a Georgian indigenous white grape variety, it belongs to Imereti vines group. It is spread in different parts of Georgia – Racha, Lechkhumi, Guria, Samegrelo, Ajara and Abkhazia. It is distinguished by exceptional high economic-technological characteristics. The European and Imeretian traditional high-quality table wines and semi-sweet wines are produced from them, which are characterized by a light straw color, normal content of alcohol and acidity, freshness and high taste indicators.  Grapes are ripening from the second half of October. Sugar in grape juice totals 20,0-25,0% and acidity - 7,5-9,5 gr/l. Tsolikouri produce wines with origin denomination of  "Sviri" (with Tsitska) and "Tvishi".

Tsitska– is a Georgian indigenous white grape variety. It belongs toImereti vines group. It is a high-quality wine grape variety. Tsitska wine is of light straw color with greenish look, characterized by the energy and cheerfulness, delicate and harmonious taste. While aging it develops very delicate and pleasant bouquet, and is characterized by herbal notes. Tsitska is one of the high-quality sparkling wines in Georgia. It is fully ripen in the second half of October. Juice consists of 18,0-25,0% of sugar and acidity - 6,9-10,5 g / l. From tsitska and tsolikouri the highest quality dry white wine “Sviri” is produced.

Krakhuna – is a Georgian indigenous white grape variety. It belongs toImereti vines group. It is used in European and Imeretian traditional wines, as well as in dessert wines. European made Krakhuna is of yellow-straw color, and is characterized by energy and pleasant taste. Imeretian made Krakhuna wine is characterized by beautiful color, normal content of alcohol, harmony and good taste. While aging Krakhuna wine gets better. It gains a beautiful golden-yellow color and develops a strong bouquet. In Zestafoni the average maturity period of Krakhuna  is in late September and early October. Sugar in the grape juice contains 21,0-23,0% and acidity – 7.

Saperavi–is a Georgian indigenous red grape variety. At present, Saperavivineyard area mostly prevails inKakhetiregional areas. Except of Georgia Saperavi also exists in Armenia, Azerbaijan, Crimea, Uzbekistan and other countries. It possesses a high-quality material for almost all types of wine, but only a handful of high qualityfeatures are concentrated in exceptionallygood climatic conditions. Saperavi wine is characterized by its intense dark color, alcohol and a moderate content of acidity, form, expression, rich bouquet, with great aging potential and high taste indicators. Kakheti grapes ripen in the second half of September and the harvest takes place in the first half of October. Sugar in grape juice is 20,0-26,0% and acidity - 7,5-8,5g / l. Wine is made from the appellation of origin wines: "Akhasheni", "Kotekhi", "Kvareli", "Mukuzani", "Kindzmarauli".

Chkhaveri( orchkhaveli) –is a Georgian aboriginal rose wine grape variety. It belongs to Guria vines group. Basically, it is very common in Guria and Adjara. It is used as high-quality table wine and sparkling wine. Chkhaveri wine is very gentle, harmonious, and meaningful, with normal alcohol and white peach and fruity fragrance. It is distinguished by high taste characteristics. The variety is of very late ripening period. In Guria it ripens in the second half of November. In the grape juice sugar is 19,5-21,0%, and acidity _ 8,1-9,6g / l.

Aleksandrouli– is a Georgian indigenous red grape variety and belongs to the Black Sea vine group. Basically, it prevails in regional areas of Racha. Aleksandrouli is of high-quality wine grape variety. It is characterized by the highcapacity of sugar accumulation - grapes are harvested when the sugar content reaches 26,0-28,0%. The wine made of such a special technology is characterized by a beautiful color, with a good ratioof alcohol and acidity, harmony, pleasant taste qualities and normal content of sugar. With the less sugar content of (20,0-21,0%) a variety of high quality table wineis made. Aleksandrouli dry and semi-sweet wine made is distinguished by its tenderness, raspberry and black cherry aromas characteristic. The variety is of late ripening period - in the western regions it is the end of October when the grapes ripen. Aleksandrouli mixed with Mujuretuligrape type, make a quality controlled appellation origin, called semi-sweet red wine "KHVANCHKARA".

Aladasturi–is a Georgian indigenous red grape variety. It belongs to Guria vines group. It prevails in Guria and Imereti regions. The wine is of agricultural direction. Aladasturi is of high quality wine, characterized by a beautiful color, harmonic ratio of alcohol and acidity, good body and varietal aromas. The over ripen grapes are used to produce high quality semi-sweet wine -Aladasturi. The variety is of late ripening period –in the western regions of Georgia the grapes ripen in the end of October. In grape juice sugar is 19,5-21,5% and acidity - 8,5-9g / l.

Otskhanuri saphere–is a Georgian indigenous red grape variety. It is basically spreadin Imereti regions. It is used to make a high-quality red wine or to give color to other red and white wine varieties. Otskhanuri Sapere by itself is distinguished by its intense color, normal content of alcohol and acidity, velvety, rich body, and well depicted harmonic variety ofaromas. After aging the wine gains deep odor and elegance, boasts a rich and long finish. The variety is of the late period –it ripens in the third decade of October. Grape juice contains 20,0-23,0% sugar and 9,0-10,0 g / l acidity.

ალადასტური - ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება გურიის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. გავრცელებულია გურიისა და იმერეთის რაიონებში. სამეურნეო დანიშნულებით საღვინე მიმართულებისაა. ალადასტურისგან დაყენებული ღვინო მაღალი ხარისხისაა, ხასიათდება ლამაზი შეფერვით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ჰარმონიული შეფარდებით, კარგი სხეულითა და ჯიშური არომატით. ყურძნის გადამწიფებისას ალადასტურის პროდუქცია გამოიყენება მაღალხარისხიანი, ნახევრად ტკბილი ღვინოების დასამზადებლად. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა - დასავლეთ საქართველოს რაიონებში ყურძენი ოქტომბრის ბოლო რიცხვებში მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 19,5-21,5%-ს, ხოლო მჟავიანობა - 8,5-9,4 გ/ლ-ს.

ოცხანური საფერე - ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. გავრცელებულია, ძირითადად, იმერეთის რაიონებში. გამოიყენება მაღალხარისხიანი წითელი ღვინის დასამზადებლად ან სხვა წითელი და თეთრი ჯიშების ღვინის შესაფერად. ცალკე დაყენებული ოცხანური საფერეს ღვინო გამოირჩევა ინტენსიური შეფერვით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შემცველობით, ხავერდოვნებით, მდიდარი სხეულით, ჰარმონიულობითა და კარგად გამოსახული ჯიშური არომატით. დაძველების შემდეგ ღვინო ძალზე ღრმა სურნელსა და ელეგანტურობას იძენს, გამოირჩევა მდიდრული და ხანგრძლივი დაბოლოებით. ჯიში საგვიანო პერიოდისაა - ყურძენი ოქტომბრის მესამე დეკადაში მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-23,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 9,0-10,0 გ/ლ-ს.

Dzelshavi - is a Georgian indigenous red grape variety. It belongs to Imereti vines group. It is basically spread in Imereti regions.  It is of light red (pink) color and is used for local table consumption. It can be used to make quite energetic high acid summer wine. Variety is of the late period inImereti regions _ it ripens in the end of September. Grape juice contains 20.0% sugar, while the acidity is 7,0-8,0 g / l.

საფერავი - ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. იგი პირველად მოხსენიებულია ვახტანგ VI-ის “დასტურლამალში”. დღესდღეობით, ვენახის ფართობის მიხედვით საფერავი ყველაზე ფართოდ გავრცელებული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია საქართველოში (ძირითადად, კახეთის რაიონებში). საქართველოს გარეთ გვხდება სომხეთში, აზერბაიჯანში, ყირიმში, უზბეკეთსა და სხვა ქვეყნებში. მაღალხარისხიანი საღვინე ჯიშია, ძვირფას მასალას იძლევა თითქმის ყველა ტიპის ღვინისათვის, მაგრამ განსაკუთრებულ მაღალ თვისებებს მხოლოდ ცალკეულ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში ამჟღავნებს. საფერავის სუფრის ღვინო ინტენსიური მუქი შეფერვით, ალკოჰოლისა და სიმჟავის ზომიერი შემცველობით, სხეულით, სიხალისით, მდიდარი ბუკეტით, დაძველების დიდი პოტენციალითა და მაღალი გემური მაჩვენებლებით ხასიათდება. კახეთში ყურძენი სექტემბრის მეორე ნახევარში მწიფდება, ხოლო რთველი ოქტომბრის პირველ ნახევრამდე გრძელდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-26,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 7,5-8,5გ/ლ-ს. საფერავისგან მზადდება შემდეგი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები: „ახაშენი“, „კოტეხი“, „ყვარელი“, „მუკუზანი“, „ქინძმარაული“.

bottom of page